განცხადება საწრეო მუშაობის შესახებ
სსიპ ქალაქ თბილისის N167 საჯარო სკოლის დირექტორს,
ქალბატონ ელენე ფუტკარაძეს
ამავე სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის
ირინა სალიას
გ ა ნ ც ხ ა დ ე
ბ ა
სურვილი მაქვს, 2019 წლის თებერვლიდან
ივნისის ჩათვლით სსიპ
ქალაქ თბილისის N167 საჯარო
სკოლაში IIIგ კლასის ბაზაზე დაიწყოს
ფუნქციონირება ქართული ენისა და
ლიტერატურის წრემ ,,მნათობნი“. საწრეო მუშაობა ჩატარდება ყოველ ორშაბათს
მეექვსე გაკვეთილზე.
საწრეო მუშაობის პროგრამის შინაარსი:
ინფორმაციის გაგება, ანალიზი და შეფასება.
ძირითადი თემატიკა:
ლექსიკოლოგიური ასპექტი: სიტყვათა დაჯგუფება-განსხვავება შინაარსობრივი და ექსპრესიული
თვალსაზრისით.
გრამატიკული ასპექტი: წინადადების ძირითადი წევრები: ზმნა, არსებითი სახელი, საგარემოებო სიტყვები,
კავშირები წინადადებაში. სახელის სხვადასხვა ბრუნვის ფორმებს შორის ფუნქციური
სხვაობა. ზმნური და სახელური ფორმაცვალება. ტიპობრივი ორთოგრაფიული შეცდომების
გასწორების წესები. ძირითადი სასვენი ნიშნები.
გთხოვთ, დამრთოთ ნება, რომ აღნიშნულმა წრემ ამა წლის 18 თებერვლიდან დაიწყოს
მუშაობა.
განმცხადებელი: ი.სალია
თარიღი:12.02.2019
წელი
განცხადება
სსიპ ქალაქ თბილისის N167 საჯარო
სკოლაში IIIგ კლასის ბაზაზე
გაიხსნა ქართული ენისა და ლიტერატურის წრე ,, მნათობნი“. წრე ფუნქციონირებას
იწყებს 2019 წლის თებერვლიდან ივნისის ჩათვლით. საწრეო მუშაობა ჩატარდება ყოველ ორშაბათს
მეექვსე გაკვეთილზე. მსურველებს გთხოვთ, გაერთიანდეთ.
ქართული ენისა და
ლიტერატურის წრე ,,მნათობნი“.
წრის ხელმძღვანელი: სსიპ ქალაქ
თბილისის N167 საჯარო სკოლის უფროსი
მასწავლებელი ირინა სალია.
Комментариев нет:
Отправить комментарий