საწრეო მუშაობის მიზნები


·         შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა და განვითარება.
·         სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა, გაგება-გააზრება და გადმოცემა;
·          მხატვრული ტექსტების ინტერპრეტირება ვერბალური და არავერბალური გზით; ვერბალური ინფორმაციის ვიზუალურად გარდაქმნა და/ან პირიქით;
·         მეტყველების განვითარება;
·         არავერბალური საშუალებების (ჟესტის, მიმიკის, ინტონაციის) შერჩევა პერსონაჟებისათვის;
·         გმირების მოქმედებების, გრძნობების, ემოციების ამოცნობა და შეთვისება;
·         როლების ინტერპრეტირება ვერბალური და არავერბალური გზით, სცენების გათამაშება;
·         სცენარის გმირების მსგავსი პერსონაჟების გახსენება მულტფილმებიდან, ფილმებიდან, მოსმენილი და წაკითხული ნაწარმოებებიდან;
·         აღიქვან ნაწარმოების ან პერსონაჟის განწყობა.
·         სასაუბრო თემებისათვის (მაგ., „წელიწადის დროები“, „ცხოველები“, „ქალაქი“, „სოფელი“ და ა. შ.) გამოიყენონ სპეციალურ ლექსიკა;
·         სიტყვათა შესაკავშირებლად გააზრებულად გამოიყენონ კავშირები და სიტყვა-კავშირები (ან, თუ, ვინც, რაც, როგორც, როცა / როდესაც...);
·         სწორად გამოიყენონ პირის, ჩვენებით, კითხვით და უარყოფით ნაცვალსახელები;
·         მართებულად დასვან კითხვები (ვინ...? რა...? როგორი...? რომელი...? რამდენი...?) და კითხვით წინადადებაში.
·         სწორად შეუხამონ ზმნას სახელი პირსა და რიცხვში;
·      სწორად გამოიყენონ ჩვეულებრივ და თავაზიანობის გამომხატველ ზმნურ ფორმები („მოდი – მობრძანდით“; „აიღე –ინებეთ“, „დაჯექი – დაბრძანდით“ და სხვ.).


Комментариев нет:

Отправить комментарий